იტალიური კლუბის “ნაპოლის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომ ყოფილ კლუბთან დაკავშირებით მედიასთან ღიად ისაუბრა:
კონტე ფენომენალური ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია. დააკვირდით ნაპოლის ბურთების შეფარდებას, +9, რაც მიუთითებს თავდასხმასა და დაცვას შორის არსებულ იდეალურ ბალანსზე.
მინდა გამოვარჩიო "პარტენოპეის" ახალწვეულები, პირველ რიგში კი ლუკაკუ. ის ჩემპიონია და გადამწყვეტ მატჩებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. იტალიის სამხრეთს ასევე კარგად შეეწყო ნერეში, რომელიც ჩემი აზრით, რომელუსთვის კარგი მეწყვილე იქნება. კვარაცხელია სათადარიგოზე? ის ხელშეუხებელი არ არის. თუ ანტონიო გადაწყვეტს ძირითადში დავიდის დაყენებას, ხვიჩას ბრძოლა მოუწევს ადგილის დასაბრუნებლად.