6 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

გოგლიჩიძის მწვრთნელის დარიგება ასეთია: სანაკრებო შეკრებაზე კვარაცხელიას ფეხებში ურტყას

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე საქართველოს ნაკრები ურაინას დაუპირისპირდება.

იტალიური კლუბის “ემპოლის” მწვრთნელმა სანაკრებო პაუზასთან დაკავშირებით საბა გოგლიჩიძეს ასეთი დავალება მისცა:

“საბას დავავალებ, რომ სანაკრებო შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიას ფეხებში ურტყას - იქნებ ასე მან ჩვენთან მატჩი გამოტოვოს”, - ამბობს ხუმრობით რობერტო დ’ავერსა.

აქვე გეტყვით, რომ კვარა საბას “ემპოლს” 20 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

Facebook კომენტარები