განახლებული ფორმატით დაწყებული ევროტურნირები ქართველი ფეხბურთელებისთვისაც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ევროპა ლიგის მეორე ტურში ლაშა ოდიშარიას გუნდი „გალათასარაის“ დაუპირისპირდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მოთამაშემ საკუთარ გუნდელებს შორის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა Sofascore-ზე და თურქულ გუნდს გოლიც გაუტანა. საბოლოო ჯამში, ოდიშარიას ეფექტური თამაშის მიუხედავად, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და “ფუტბოლა სკოლამ“ მეტოქესთან ქულები გაიყო.
მოედანზე გადამწყვეტი მოქმედებებისა და გოლის სანაცვლოდ ლაშა ოდიშარიამ 7.5 შეფასება დაიმსახურა: