საფეხბურთო სეზონი საკმაოდ სანახაობრივად დაიწყო. ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდები ლიდერობისთვის ბრძოლას მტკიცედ განაგრძობენ. წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა „ემპოლი“, რომელიც ევროტურნირების საგზურის მოპოვებისთვის აქტიურად იბრძვის. საბა გოგლიჩიძის მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში გუნდს ერთი გოლიც კი არ გაუშვია და ამჟამად იტალიური ლიგის მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.
აღნიშნული ეფექტური სტარტის შედეგად, „Sofascore“-ის წარმომადგენლებმა ქართველი მცველი სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდში შეიყვანეს. სიმბოლურ განაცხადში ასევე მოხვდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორსაც ჯუდ ბელინგემი და ლამინ იამალი წარმოადგენენ.
ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე 21-წლამდე ფეხბურთელებისგან შედგენილი თვის საუკეთესო სიმბოლური შემადგენლობა ასე გამოიყურება: