6 დღის და 22 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ოთარ კიტეიშვილი ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

წლევანდელი საფეხბურთო სეზონი ქართველი ფეხბურთელებისთვის კვლავ წარმატებულად მიმდინარეობს. ამჯერად თავი ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა.

28 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ლინცს“ დაუპირისპირდა და ერთგოლიანი უპირატესობით მოიგო. მატჩი 1:2 დასრულდა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ კიტეიშვილმა გაიტანა. 

ეფექტური მატჩის შემდეგ, ქართველი სპორტსმენი ავსტრიის ბუნდესლიგის მერვე ტურის სიმბოლური გუნდის ნაწილად დაასახელეს:

Facebook კომენტარები