"ბარსელონას" მთავარი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გუნდს დიდი ხნით, სერიოზული ტრავმის გამო გამოაკლდა. გუნდი ახალი მეკარის ძიებაშია, პარალელურად კი ესპანური გრანდის ძირითადი შემადგენლობის ვარჯიშებს არონ იაკობიშვილი შეუერთდა. სავარაუდოდ იგი "ხეტაფეს" წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადშიც მოხვდება.