23 მარტს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" ლეგენდები "პორტოს" ლეგენდებს დაუპირიაპირსებიან.
მატჩი საქველმოქმედო ტიპის იქნება, სადაც ვეტერანები ძველ დროს გაიხსენებენ.
როგორც ესპანურ მედიაში დაიწერა, "ბლანკოსის" გუნდში ზინედინ ზიდანი იქნება.
ასე და ამგვარად, ზიზუ სხვა ლეგენდებთან ერთად "ბერნაბეუზე" კიდევ ერთხელ ბრუნდება.