"რეაგირებისთვის მხოლოდ 30 წუთი გვქონდა, სასწაული შევძელით, 4 წუთით ადრე შევიტანეთ შესაგებელი" - რატი იონათამაშვილი ოქროს მედლის დაბრუნების ისტორიას იხსენებს
3 კვირის და 6 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"რეაგირებისთვის მხოლოდ 30 წუთი გვქონდა, სასწაული შევძელით, 4 წუთით ადრე შევიტანეთ შესაგებელი" - რატი იონათამაშვილი ოქროს მედლის დაბრუნების ისტორიას იხსენებს

როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა სპორტსმენმა გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

აღნიშნულ ფაქტათან დაკავშირებით საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მედიასთან საინტერესო ისტორია გაიხსენა. 

"რატომ გაასაჩივრეს ჩვენი პარალიმპიელის მედალი? ეს იყო ძალიან უცნაური შემთხვევა, რომლის პრეცედენტი ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება. გამოცხადდა გამარჯვებული, დაირეკა სტადიონზე ზარი და მაშინ, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით დაჯილდოების ცერემონიალისთვის, გავიგეთ, რომ გასაჩივრებული იყო და ამ საჩივრის საფუძველზე გიგას შედეგები იყო ანულირებული. 

"ჩვენ რეაგირებისთვის გვქონდა მხოლოდ 30 წუთი და ამ დროის ნახევარი ფაქტობრივად უკვე გასული იყო, თუმცა სასწაული შევძელით ერთობლივი ძალებით, არ დავკარგეთ კონცენტრაციის უნარი, გვქონდა ძალიან სწრაფი, მყისიერი რეაგირება და შევძელით, რომ დროის ამოწურვამდე, 4 წუთით ადრე შესაგებებელი სარჩელი შეგვეტანა. ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საჩივარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ, ირანის, მოროკოსა და პოლონეთის დელეგაციებს, არ შესულიყო საბოლოო ძალაში, და მე, როგორც პრეზიდენტმა, მოვითხოვე იქ, სადაც ტექნიკური პერსონალი და ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, შევსულიყავით, მათ შორის, მსაჯებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც იყო მონიტორები გაშლილი და გვენახა სათითაოდ, არა მხოლოდ გიგა ოჩხიკიძის, არამედ, სხვა მოასპარეზეების კვრები. ჩვენ დაგვიკმაყოფილეს ეს სურვილი.

"ასევე, მნიშვნელოვანი იყო მტკიცებულებების სახით, მოგვეპოვებინა გიგა ოჩხიკიძის ასპარეზობის ამსახველი ვიდეოები და ესეც დაუყოვნებლივ შევძელით, მწვრთნელების დახმარებით. ჩვენი კითხვა იყო შემდეგი - ის რაც სუფთად ჩათვალა, რომსა და კობეში, რატომ არ უნდა ჩათვლილიყო სუფთად პარიზში? - რაზეც საპასუხო არგუმენტები ვერ მივიღეთ. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი გაგრძელდა 3-4 საათის განმავლობაში, რის შემდგომაც ზემდგომი ინსტანცია შევიდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 

"საოცარი იყო ის ერთობა, რომელიც ჩვენ: გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და მთლიანად დელეგაციამ ვაჩვენეთ, ფეხი არ მოგვიცვლია ადგილიდან, (30 ქართველი მაინც ვიყავით შეკრებილი.)", - თქვა რატი იონათამიშვილმა.

Facebook კომენტარები