როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს მე-2 ტურის შეხვედრაში შინ “ბოლონია” მიიღო და ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.
“პარტენოპეის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
მატჩის შემდეგ კვარამ მედიასთან ისაუბრა:
“მამობამ დიდი ენერგია მომცა, ვფიქრობ, ეს შეხვედრუს დროს ვაჩვენე. დიდი სურვილი მქონდა მოედანზე გავსულიყავი და გამარჯვებაში ჩემი როლი მქონოდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე სიახლეების სწავლის მსურველი ვარ, რაც ყოველთვის მეხმარება. კონტესთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ამის გარანტიაა. იმედი მაქვს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში დიდ სიამოვნებას მივიღებთ”. - განაცხადა ხვიჩამ.
ცნობისთვის, “ნაპოლი” 2 ტურის შემდეგ სერია ა-ში მე-11 ადგილს იკავებს.