როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ჩარტერული რეისით თბილისში დაბრუნდა, რათა თავისი პირველი შვილის დაბადებას დაესწროს.
ამასთან დაკავშირებით "ნაპოლის" ქართველისთვის პრობლემა არ შეუქმნია.
ეს ამბავი, რა თქმა უნდა, გავრცელდა ნეაპოლშიც.
"პარტენოპეის" გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ხვიჩას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ:
"ხვიჩა, შენი ბიჭი ჯანმრთელი და კარგი ფეხბურთელი ყოფილიყოს"
"იმედი მაქვს დიეგოს დაარქმევს, დიეგო კვარადონა"
"გილოცავ კვარა, დიდი ამბავია, წარმატებები"
"არაუშავს თუ რამდენიმე დღით წავა, მას თბილისში დიდი ამბავი ელის"
"მინდა წარმატებები გისურვა როგორც ფეხბურთელს, ისე მამობაში"
"ეს ამბავი მას უკეთეს ფეხბურთელად აქცევს"