როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა სერიოზული სახელი მოიპოვა.
ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა ფეხბურთელების ფასების მატება, რამაც გუნდის ჯამური ღირებულება საკმაოდ აამაღლა.
ამ მომენტისთვის საქართველო ნაკრების ჯამური ღირებულება 181,40 მილიონ ევროს შეადგენს.
რა გასაკვირია, რომ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა 80 მილიონი ევროთი.
მეორე ადგილს გიორგი მამარდაშვილი იაკვებს 45 მილიონი ევროთი, ეს ფასი მას მსოფლიოში ყველაზე ძვირიან მეკარედ აქცევს.
რაც შეეხება მესამე ადგილს აქ ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს ვხვდებით, 20 მილიონი ევრო.