უცხოურ მედაიში "ნაპოლის" ფეხბურთელზე, ვიქტორ ოსიმენზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
კერძოდ, ნიგერიელი ფორვარდი ნეაპოლის ერთერთ ღამის კლუბში გამოიჭირეს, რის გამოც ის გაბრაზდა და დიდი ამბავი ატეხა.
როგორც ირკვევა, ქომაგსა და ოსიმენს ფიზიკურ დაპირისპირებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.
გასართობად შეკრებილთაგან ერთმა მათგანმა ოსიმენი მოცეკვავეთა შორის იცნო და ტელეფონით ვიდეოს გადაღებას შეუდგა. როდესაც ნიგერიელმა ვარსკვლავმა შეამჩნია, რომ უღებდნენ, ფანს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა, თუმცა, საბედნიეროდ, სიტუაცია დაცვამ განმუხტა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ანტონიო კონტე თავის ფეხბურთელებს ღამის ცხოვრებას კატეგორიულად უკრძალავს.