8 თვის და 3 კვირის წინ
ირაკლი ხასაია
Aa

"ბარსას" ფეხბურთელები ანერვიულდნენ - ვითარება მძიმეა

"ბარსელონას" ფეხბურთელები კლუბის პროექტზე ნერვიულობას იწყებენ, - წერს SPORT.

კატალონიური გრანდის მოთამაშეები ნათელ გზას უკვე ვეღარ ხედავენ.

ამის მიზეზი კლუბში შექმნილი ვითარებაა. "ბლაუგრანას" აღარც მთავარი მწვრთნელი ჰყავს (ჩავი ერნანდესის წასვლა გადაწყვეტილია, შემცვლელი კი ჯერ არ მოიძებნა) და არც ფული აქვს, რომ ტრანსფერები განახორციელოს.

გასახდელში შეშფოთებას იწვევს პრესაში გაჟღერებული ცნობებიც, რომ ზაფხულში კლუბს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

გასაყიდად გამზადებულთა შორის ხშირად ახსენებენ რაფინიას, ჟიულ კუნდეს, ფრენკი დე იონგსა თუ ანდრეას კრისტენსენს, მაგრამ მათ ის აერთიანებთ, რომ "ბარსადან" აბარგება არცერთს უნდა.

აი, ასეთ მდგომარეობაში ხვდებიან კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს, რომელშიც ისინი 12 მარტს, "ნაპოლის" უნდა დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

Facebook კომენტარები