8 თვის და 3 კვირის წინ
ირაკლი ხასაია
Aa

ცნობილია: როდისთვის გეგმავს დე იონგი დაბრუნებას

ფრენკი დე იონგი 4-5 კვირით იუქმებს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

ნიდერლანდელის არყოფნის ვადად 4 კვირას განსაზღვრავს Diario AS-ის ხავი მიგელიც.

Cadena Ser-ის თქმით, 26 წლის ნახევარმცველი დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის გეგმავს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ბარსელონა" "ნაპოლის" მერვედფინალურ ბარიერს გადალახავს.

მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები 9 და 10 აპრილსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ფრენკიმ ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა. სტადიონი მან ყავარჯნებით დატოვა.

Facebook კომენტარები