როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" შეკრება დაიწყო და გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება.
ბუნებრივია, "პარტენოპეი" სრული შემადგენლობით ჯერ არ ვარჯიშობს, ვინაიდან ფეხბურთელთა ნაწილი კვლავ კუთვნილ შვებულებაშია.
აღსანიშნავია, რომ დიმაროში ნეაპოლელი ფანების წინაშე ტრადიციულად სეზონის წინ გუნდის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულის დროს "ნაპოლის" ფანები ცნობილ ფრაზას სკანდირებდნენ Chi non salta juventino e (ვინც არ დახტის, იუვენტინოა) და ეგონათ, რომ ანტონიო კონტესაც აიყოლიებდნენ.
თუმცა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მათ შემდეგი რამ უთხრა:
"ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ყოველთვის საჭიროა პატივისცემა.
"გასაგებია, რომ გვქომაგობთ, თუმცა მე ყოველთვის თავაზიანი და პატივმოყვარე ადამიანი ვიქნები.
"ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ, და ეს არა ერთ, არამედ ყველაგ გუნდს ეხება", - თქვა კონტემ.