ცნობილმა გამოცემა "Il Mattino"-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველ მოთამაშეზე გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, იტალიელმა სპეციალისტმა კვარას ულტიმატუმი წაუყენა, რომ მან ან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, ან ისევ ძველი ხელშეკრულებით გააგრძელოს თამაში.
როგორც ირკვევა, კონტეს არ მოსწონს, რომ ხვიჩას კონტრაქტის დეტალები ვერ მოგვარდა და კლუბში სიტუაციის დალაგება რაც შეიძლება მალე სურს.
რაც შეეხება ქართველი შემტევის ხელშეკრულებას, "პარტენოპეი" მას წლიურად 3.5 მილიონ ევროს სთავაზობთ, თუმცა ფეხბურთელის მხარე უფრო მეტ თანხას ითხოვს.
ცნობისთვის, ხვიჩას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.