5 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"სხვა გზა არ არსებობს, ხვიჩა "ნაპოლიდან" ვერ წავა" - რას წერს "Corriere dello sport"

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის ახალი კონტრაქტის დადების შესახებ მსჯელობა არ წყდება.

ყველა ელოდა, რომ შეთანხმება მალევე შედგებoდა, თუმცა მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა.

"Corriere dello sport" კვარას ახალ ხელშეკრულებაზე ახალ სტატიას აქყვენებს და წერს, რომ ქართველს ახალ პირობებზე დათანხმების გარდა სხვა გზა არ აქვს:

"კვარაცხელიამ შეთავაზება ოფიციალურად გერმანიაში, დიუსელდორფში გამართული ბლიცის შემდეგ მიიღო, რომელიც ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მანამ მოაწყვეს. ეს უკანასკნელი ხუთშაბათს მილანში კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელსაც შეხვდა, მაგრამ შეთანხმება კვლავაც არ შედგა. ახლა თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს - დათანხმდეს ან უარი თქვას წინადადებაზე"

"იმ შემთხვევაში, თუ კვარა უარს იტყვის, არსებული პირობებით მოუწევს კლუბში დარჩენა. სხვა გზა არ არსებობს. ის წასვლას ვერ შეძლებს. ნაპოლისა და კონტესთვის კვარაცხელია ის მოთამაშეა, რომელიც არ იყიდება. ამას შეგუებულია "პარი სენ-ჟერმენიც", რომელიც 11 მილიონს ფეხბურთელს პირდებოდა, 110-ს კი - ნაპოლის. დე ლაურენტისის პასუხი იყო: “არა, გმადლობთ!”

"ნაპოლის წინადადება გულისხმობს ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი ხელფასის, რომელიც 1,8 მილიონ ევროს შეადგენს, 5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, რასაც ბონუსებიც დაემატება და წლებთან ერთად 7 მილიონსაც გადააჭარბებს. ახლა საბოლოო პასუხი კვარაცხელიამ უნდა თქვას", - წერს გამოცემა.

Facebook კომენტარები