გამოცემა isport.ua ლეგენდარულ ფეხბურთელებზე დავიდ ტრეზეგესა და მარკო მატერაციზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ყოფილი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალებზე რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხზე ექსპერტებად მუშაობდნენ.
საგულისხმოა ისიც, რომ იტალიელმა სპეციალური ვიდეოც ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამუშაოდ მოსკოვში მიდის.
აქვე შეგახსენებთ იმსაცა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტები FIFA-მ და UEFA-მ ტურნირებიდან მოკვეთეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს ამბავი ტრეზეგესა და მატერაცისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა.