ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა ფინალურ სტადიაშია. იტალიური მედიის ცნობით, ქართველსა და „ნაპოლის“ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე ძალიან ცოტა დარჩა. „Corriere Dello Sport“-ის ცნობით, მხარეებს მხოლოდ რამდენიმე მცირე დეტალის შეთანხმება სჭირდებათ ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.
იტალიური მედიის განცხადებით, კვარაცხელიას მხარე მალე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს იტალიური კლუბის წარმომადგენლებთან, სადაც საბოლოო შეთანხმება გაფორმდება. „Corriere Dello Sport“-ის მიერ გამოქვეყნებული სიახლეების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ახალი შეთანხმების შედეგად ხვიჩა „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. ამასთანავე, მას კონტეს გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღის სტატუსიც მიენიჭება.
ანტონიო კონტემ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ კვარაცხელია მისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და ახალი გუნდის აშენებასაც სწორედ მის ირგვლივ გეგმავს.