საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის მერვედფინალში გასვლა შეძლო და იქ 1:4 ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
მატჩის ირგვლივ ხშირად ახსენებდნენ ილია თოფურიას სახელს. მან შეხვედრის მსვლელობისას დაწერა, თუ რა მაგარი თამაში მიმდინარეობდა.
კომენტარებში მთავარი კითხვა ძირითადად ეხებოდა, თუ ვის ქომაგობდა ილია, თუმცა კონკრეტულად მას ამის შესახებ პოზიცია არ დაუფიქსირებია, უბრალოდ, ორივე გუნდისადმი პატივისცემას ადასტურებდა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში პირველი გოლი საქართველომ გაიტანა, ესპანელმა მცველმა, ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.