როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ 4:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.
მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ინტერვიუში თქვა, თუ რომელი ნაკრები მოიგებს, მისი აზრით, ევროპის ჩემპიონატს:
“ესპანეთი, ჩემი აზრით, ამ ტურნირის ფავორიტია და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატს მოიგებენ.”
“სამწუხაროა, რომ ეს გუნდი შეგვხდა. მაგრამ არაუშავს, ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით", - განაცხადა მამარდაშვილმა.