7 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ბოლო სამ წელიწადში ესპანეთთან 4-ჯერ წავაგეთ, თუმცა ახლა..." - სანიოლის საინტერესო კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნარები ევრო 2024-ის 1/8 ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ამ მატჩის წინ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა.

"პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური იყო, რადგან არ იყო ეს მოსალოდნელი.

"ვერ ვისაუბრებ 1:7 წაგებაზე ესპანეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში წინსვლისთვის ასეთი მომენტები გჭირდება, რადგან სირთულეების გარეშე დიდ მიღწევებზე ვერ გახვალ. 

"1:7 წაგების კარგი მხარე ის იყო, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ და საბოლოოდ აქ მოვხდით. 

"ჩვენს მეტოქეს ჯგუფში გოლი არ გაუშვია და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, საუკეთესო გუნდია ამ ტურნირზე.  

"ბოლო სამ წელიწადში მათთან ოთხჯერ წავაგეთ, თუმცა, ახლა სხვა თამაშია, სხვა ატმოსფეროა, სხვა სიტუაციაა და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

"გვინდა ესპანეთს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები და შეგვიძლია ბურთის სწორად გამოყენება. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და იგივენაირად თამაშს ვეცდებით ხვალაც", - თქვა სანიოლმა.



პროგნოზები
Facebook კომენტარები