როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ურთულეს თამაშში პორტუგალია დაამარცხა და ევრო 2024-ის ფლეიოფშო გავიდა.
ამ მატჩში ლოჩოშვილისა და რონალდუს ეპიზოდმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
კერძოდ, მომენტზე, როცა ლუკამ კრიშტიანუ მაისურით დაიჭირა საჯარიმოში, რაზეც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ლოჩოშვილმა ინტერვიუს დროს ისაუბრა:
“ვფიქრობ, იმ დონეზე კონტაქტი, რაც მქონდა რონალდუსთან, არ არის ის კონტაქტი, რომ პენალტი მოეთხოვა” - განაცხადა მან.