მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა პორტგულია 2:0 დაამრცხა და ამით სადებიუტო ევრო 2024-ზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენი მეტოქე ესპანეთი იქნება.
ამ თამაშში, ისევე როგორც წინა 3-ში, "ჯვაროსნები" აუტსაიდერები არიან, რაც, ობიექტურად რომ ითქვას, საფუძვლიანია.
ესპანელებმა თავიანთი 3-ვე თამაში მოიგეს, ამ სტატისტიკით კი ისინი ჩემპიონატზე ერთადერთები არიან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მიმდინარე ჩემპიონატზე საუკთესო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ერთ-ერთმა გამოცემამ ამ მატჩში მხარეების შანსები შეაფასა.
მათი ანალიზით, გამარჯვების 81% ესპანეთს აქვს, 6% საქართველოს, 13%-ით კი ძირითადი დრო ფრედ დასრულდება და ექსტრატაიმს ვიხილავთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება.