როგორც მოგეხსენებათ, საქართველო დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პორტუგალიას პლეიოფში გასვლა განაღდებული აქვს, თუმცა საქართველოს გასვლის შანსი კი ძალიან დაბალი აქვს.
კერძოდ, თუ დღეს “ჯვაროსნებმა” მატჩი ვერ მოიგეს ისინი ჯგუფში რჩებიან.
ამ თამაშთან დაკავშირებით ქართველმა გულშემატკივარმა დიდი ოდენობის ფსონი განათავსა. მას სჯერა, რომ საქართველო ჯგუფიდან 4 ქულით გავა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს.
როგორც გაირკვა, ფანმა ჩვენს მოგებაზე 1000 ლარი დადო, მაგრამ თუ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წავა, ის 7500 ლარს მოიგებს.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული დაპირისპირება დღე თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება