პორტუგალიის ნაკრებში ტრავმებია - 3 ფეხბურთელის თამაში საეჭვოა » isport.ge
4 თვის და 4 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

პორტუგალიის ნაკრებში ტრავმებია - 3 ფეხბურთელის თამაში საეჭვოა

პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩისთვის მზადების პროცესში პორტუგალიელთა სრული შემადგენლობა ვერ იღებს მონაწილეობას. 3 ფეხბურთელი ტრავმის გამო ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს.

CNN Portugal-ის ცნობით, პორტუგალიის გუნდური ვარჯიში ნუნო მენდეშმა, დიოგუ ჟოტამ და გონსალო რამოსმა გამოტოვეს. მათ ვარჯიშის ინდივიდუალური სესიები ჩაატარეს, განცალკევებით. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებენ თუ არა ისინი ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ. 

აღსანიშნავია, რომ აქამდე ნუნო მენდეში პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობის უცვლელ წევრად მოიაზრებოდა. იგი ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრის სასტარტო შემადგენლობის ნაწილი იყო. 

Facebook კომენტარები