საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამჟამად მხოლოდ 1 ქულა აქვს. თუმცა, სუპერკომპიუტერის გამოთვლების მიხედვით, ქართველებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.
OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლების მიხედვით, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის 0.77%-იანი შანსი აქვს, ხოლო პირველ ადგილზე გასვლის შანსი ტექნიკურად უკვე აღარ არსებობს.
F ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსს OPTA-ს სუპერკომპიუტერი 21.47%-ით აფასებს, ხოლო მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი სამწუხაროდ 77.76%-ს აღწევს.
OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლების მიხედვით, საქართველოს ნაკრებს პლეიოფში გასვლის 10.88%-იანი შანსი აქვს. მეოთხედფინალის საგზურის მოპოვების შანსი 1.56%-ია, ხოლო ნახევარფინალში გასვლის შანსი 0.40%. ქართველების ფინალში თამაშის პროცენტული შანსი 0.079%-ს უდრის, ხოლო ჩემპიონობის ვარიანტს OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 0.025%-იანი შანსი მიანიჭა.