როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, ბუდუ ზივზივაძის არ შემოყვანამ ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამ ყველაფერზე კი მედიასთან კახი კალაძემ ისაუბრა:
“მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ.”
“ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ.”, - განაცხადა “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა.