ჯერ ყველფერი წინაა - სუპერკომპიუტერმა შანსი მოგვცა » isport.ge
5 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

ჯერ ყველფერი წინაა - სუპერკომპიუტერმა შანსი მოგვცა

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. დღეს სტარტს მესამე ტური აიღებს, რომელიც A ჯგუფის მატჩებით დაიწყება: გერმანიის ნაკრები შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე შეხვედრაში ურთიერთობას შოტლანდიისა და უნგრეთის ნაკრებები გაარკვევენ.

ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი ჯახების დაწყებამდე სუპერკომპიუტერმა მერვედფინალში გამსვლელთა პროგნოზი შემოგვთავაზა. ბუნებრივია, ეს ეხება საქართველოს ნაკრებსაც.

მოვლენათა განვითარების 100 ვარიაციიდან, რომლებიც ალგორითმმა გაითამაშა, "ჯვაროსნებმა" პლეი ოფს მხოლოდ 5-ჯერ უწიეს. მაშასადამე, ვილი სანიოლის კოლექტივის მერვედფინალში გასვლის შანსი 5%-ით ფასდება.

შეგახსენებთ, რომ F ჯგუფიდან გასაღწევად ქართველებმა ბოლო ტურში პორტუგალიასთან არ უნდა წააგონ. გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მერვედფინალის საგზურს თითქმის გარანტირებულად მოუტანს, თუმცა პლეი ოფში გასასვლელად გუნდს შეიძლება ფრეც ეყოს.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება 26 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები