ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - რას გეგმავს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩში » isport.ge
5 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - რას გეგმავს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩში

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩვენს გუნდს გამარჯვება სჭირდება, რათა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვოს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ მატჩში პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ცვლილებებს გეგმავს და ამ საკითხზე მან მედიასთან ისაუბრა.

"შევცვლი თუ არა ფეხბურთელებს? დიახ. ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრას იმსახურებენ. 

"რთულია, როდესაც განაცხადში 23 ფეხბურთელი გყავს, მოედანზე კი მხოლოდ 10 მათგანის გაყვანა შეგიძლია. 

"ჩვენ ყველა ფეხბურთელს გამოვიყენებთ, მაგრამ ეს რევოლუცია არაა. ყველა მოთამაშე ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილია”, - თქვა მარტინესმა.

Facebook კომენტარები