5 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

მბაპე ვარჯიშს დაუბრუნდა - ფრანგი ნიდერლანდებთან მატჩს გამოაკლდება

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდის ვარსკვლავი ტურნირის პირველ მატჩში კევინ დანსოს შეეჯახა და ცხვირი გაიტეხა. თამაშის დასრულების შემდეგ, მბაპეს მდგომარეობა ექიმებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ფრანგ ფეხბურთელს ცხვირის ოპერაცია სჭირდება. თუმცა, მბაპე ტურნირის დასრულებამდე ოპერაციის გაკეთებას არ აპირებს. იგი თამაშებში მაინც მიიღებს მონაწილეობას და ამის გამო სპეციალური ნიღბის გაკეთება მოუწევს.

ექიმების დასკვნის მიხედვით, 25 წლის შემტევი ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ხოლო პოლონეთის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის შესაძლოა მზად იყოს. თუმცა, მის მოედანზე დაბრუნებას ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ელოდებიან. მიუხედავად ამისა, ფრანგმა ინდივიდუალური ვარჯიში უკვე განაახლა და სოციალური მედიის გამოყენებით საკუთარ ფანებსაც გამხნევებისკენ მოუწოდა.

Facebook კომენტარები