საქართველოსა და თურქეთის მატჩს ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და ვამაყობ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა სადებიუტო მატჩი დაუვიწყარი გახადეს.
"მჯერა, რომ მომავალ თამაშებში უკეთესი შედეგების ჩვენებას შევძლებთ.
"ქართველმა გულშემატკივრებმა ბრწყინვალედ დაუჭირეს მხარი ჩვენს გუნდს და მე აღფრთოვანებული ვარ გერმანიაში ათასობით ქართველის ხილვით ევრო 2024-ზე
"მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს", - წერს ქეცბაია.