5 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ამ მიზეზის გამო ჩავიდა მამარდაშვილი საჯარიმოში" - სანიოლის საინტერესო კომენტარი

საქართველოსა და თურქეთის მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი დიდი შრომის შედეგია. ფედერაციის წყალობით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. ამაყი ვარ, რომ ამის ნაწილი ვარ.

"თუ ჯგუფიდან გასვლა გინდა, კარგი პეფრომანსი უნდა წარმოაჩინო. მიმაჩნია, რომ ასეთი ტურნირი მომავალში გაძლიერებაში გვეხმარება. უკვე შაბათზე ვფიქრობ, რომ წარმატებული მატჩი გამოგვივიდეს.

"გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის სახელით ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, მის გამო ბედნიერი ვარ. 

"გამოცდილება დაგვაკლდა ასეთი დონის მატჩში. შემდეგ წლებში ასეთი დონის შეხვედრებს არ წავაგებთ, რადგან ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიღებთ.

"არანაირი ნეგატიური განწყობა არ მაქვს ბიჭების მიმართ. 4 დღეში ჩეხეთს ვხვდებით და მინდა წარნატებას მივაღწიოთ.

"ეს სტადიონი საოცარია. სიგნალ იდუნა პარკი შეიქმნა ფეხბურთისთვის, საოცარი ატმოსფერო იყო, თურქეთუს გულშემატკვრებმა ჩვენი ჰიქმნის დროს ბულინგით დიდი შეცდომა დაუშვეს. ფეხბურთი პატივისცემის ადგილია.

"ლოჩოშვილის შემოყვანა მისი ფიზიკურობის გამო გადავწყვიტე. აზაროვის კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ.

"ჩვენ არ გვინდოდა მარცხი, ამიტომ წავიდა მამარდაშვილი შეტევაში", - თქვა სანიოლმა.



Facebook კომენტარები