არაბთა გაერთიანებული საამიროების მე-15 ტურის შეხვედრაში “აჯმანმა” შინ “ემირეითს კლუბი” მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.
აღნიშნული მატჩი განსაკუთრებული გამოდგა “ემირეითს კლუბის” ფეხბურთელისთვის, ანდრე ინიესტასთვის.
“ბარსელონას” ლეგენდარულმა მოთამაშემ თავის კარიერაში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა, რაც ფენომენალური მაჩვენებელი გახლავთ.
ინიესტამ 723 შეხვედრა “ბარსელონას” მაისურით, 134 მატჩი “ვისელ კობეს”, 12 “ემირეითს კლუბის”, 131 შეხვედრა კი ესპანეთის ნაკრების მაისურით ჩაატარა.
ცნობისთვის, 39 წლის ანდრესმა თავის კარიერაში 104 გოლის გატანა შეძლო.