იტალიური გრანდის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა ინფორმაცია სამწვრთნელო შტაბის ცვლილებების შესახებ. „მილანის“ მთავარი მწვრთნელის რანგს პაულუ ფონსეკა დაიკავებს.
კლუბის წარმომადგენლებმა პორტუგალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, ფონსეკა წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.
აღსანიშნავია, რომ გუნდის მფლობელებმა ფონსეკას კანდიდატურაზე არჩევანი გულშემატკივრების სურვილის გათვალისწინების გარეშე შეაჩერეს. შესაბამისად, საინტერესოა რამდენად შეძლებს პორტუგალიელი წარმატების მიღწევას ახალ გუნდთან ერთად და დაიმსახურებს თუ არა იგი ფანების სიმპათიას.