5 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

საქართველოსთან თურქებს კიდევ 2 მოთამაშე დააკლდებათ ტრავმების გამო

თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის სატურნირო მზადება კვლავ პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. საქართველოსთან დაპირისპირების წინ, თურქების შემადგენლობას კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა.

ფერდი კადიოღლუ და ისმაილ უკსეკზე ტრავმის გამო ვარჯიშებს გამოაკლდნენ. მათი შემადგენლობაში დაბრუნება შესაძლოა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე გახდეს შესაძლებელი. თუმცა, ზედმეტი რისკისგან თავის ასარიდებლად თურქების მცველი და ნახევარმცველი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას გამოტოვებენ.

თურქებს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ტრავმების გამო უკვე რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდათ, თუმცა მათი პრობლემები კვლავ გრძელდება.

Facebook კომენტარები