როგორც იცით, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე ითამაშებს. ამასთამ დაკავშირებოთ ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-სთან ინტერვიუ ჩაწერა:
“გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.”
“გურამ კაში ყველასთვის მაგალითია. ის გამოცდილია და უფროსია, მაგრამ ყოველდღე იმდენს ვარჯიშობს რამდენიც საჭიროა. ის ნამდვილი კაპიტანია მას მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ის გვიღვება და აკეთებს იმას, რაც ნამდვილმა კაპიტანმა უნდა გააკეთოს მოედანსა და მის მიღმაც.”
“საქართველოში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც შეგვიძლია ქვეყნის საუკეთესოებად გამოვაცხადოთ, მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა ყველაზე მეტად გუნდურობა გვჭირდება.”
“ ალბათ ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. დღეს, როცა ეს ოცნება ახდა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ აქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოვსულვართ, გვინა ევროზე ჩვენი კვალი დავტოვოთ. დავწეროთ ახალი ფურცელი ქართული და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში.”
“ჩვენი გუნდი მზადაა ამ ტურნირისთვის. საქართველო დიდი მოლოდინებით ელოდებათ 18 ივნისს, როცა მთელი ქვეყანა გაერთიანდება და ჩვენც მოგებას ვეცდებით.”
“მაქსიმალურად ვემზადებით ამ ტურნირისთვის ასევე ემოციებით ვართ დატვირთული, მაგრამ მათ კონტროლს ვცდილობთ. ასევე, ვეცდებით, რომ პირველი მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ თუ რა განწყობით დავიწყებთ ტურნირს. ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა კვარამ.
აქვე გეტყვით, რომ “ჯვაროსნები” პირველ მატჩს 18 ივვნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.