იტალიურ კლუბებში მთავარი მწვრთნელების ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ ჩაიბარა, ხოლო „იუვენტუსს“ მომავალი სეზონიდან ტიაგო მოტა ჩაუდგება სათავეში. კლუბმა აღნიშნული სიახლე ოფიციალურად დაადასტურა და ახალი მწვრთნელი გულშემატკივრებს წარუდგინა.
41 წლის სპეციალისტმა „იუვენტუსთან“ 3 წლიანი შეთანხმება გააფორმა. იგი სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახლით.
„ბოლონიის“ მწვრთნელის რანგში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, ტიაგო მოტამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. თუმცა, იგი მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგაზე „ბოლონიის“ ნაცვლად, „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს უხელმძღვანელებს.