თურქეთისა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრას პოლონელი შემტევი პირველ ტაიმში გამოეთიშა. ამის მიზეზად ბარძაყის კუნთის ტრავმა დასახელდა.
უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ტრავმა სერიოზულია და „ბარსელონას“ შემტევი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურს გამოტოვებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ლევანდოვსკი მეორე ტურისთვის მზად იქნება.
ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი პოლონელი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ლევანდოვსკისთან ერთად, ტრავმის გამო გუნდს ასევე პაველ დავიდოვიჩი და კაროლ სვიდერსკი გამოაკლდნენ. თუმცა, მათი მოედანზე დაბრუნება შესაძლოა რამდენიმე დღეში გახდეს შესაძლებელი. ასევე, ტრავმისა და ოპერაციის საჭიროების გამო ტურნირს გამოეთიშა კიდევ ერთი პოლონელი, არეკ მილიკი. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ევრო 2024-ზე ვეღარ ითამაშებს.