„პსჟ“ მბაპეს შემცვლელის ძებნას აქტიურად განაგრძობს, თუმცა პარიზელებს სამიზნის შეცვლა მოუწევთ. Sportmediaset-ის ცნობით, „ნაპოლი“ და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ანტონიო კონტეს და ქართველი შემტევის გასაუბრებას ასახელებენ.
Gazzetta Dello Sport-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვარაცხელია პირადად „ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა დაარწმუნა კონტრაქტის გახანგრძლივების უპირატესობაში. იტალიელმა სპეციალისტმა საუბრისას ხვიჩა დაარწმუნა, რომ იგი მომავალი სეზონიდან გუნდის ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება.
კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის მოგვარებას კლუბის წარმომადგენლები და მამუკა ჯუღელი ევროპის ჩემპიონატის პარალელურად შეეცდებიან. ახალი შეთანხმება გაზრდილ ხელფასთან ერთად ასევე ახალი გამოსასყიდი თანხის ოდენობის დაფიქსირებასაც მოიცავს.