საქართველოს ნაკრებთან ერთად, მისი კონკურენტებიც აქტიურად განაგრძობენ ევროტურნირისთვის მზადებას. თურქეთის საფეხბურთო ნაკრებმა ამჯერად პოლონეთის წინააღმდეგ გამართა ამხანაგური შეხვედრა. თუმცა, აღნიშნული მატჩი ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზით მოექცა.
რობერტ ლევანდოვსკიმ მოედანი ნაადრევად დატოვა. პოლონეთისა და „ბარსელონას“ მთავარმა შემტევმა საგოლე პასი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, თუმცა თამაშის შეწყვეტა და მოედნის დატოვება 31-ე წუთზე, ტრავმის გამო მოუწია.
პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა გუნდის დახმარებას ლევანდოვსკი. მისი ტრავმის სირთულეზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.