ფრანგული მედია საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებისთვის საკმაოდ სამწუხარო სიახლეს აქვეყნებს. უახლესი ინფორმაციის თანახმად, მბაპეს ტრავმა აქვს და ეს „ლუქსემბურგთან“ თამაშის შემდეგ გახდა ცნობილი.
ფრანგმა ვარსკვლავმა უკვე ორი ვარჯიში გამოტოვა. დიდი ალბათობით, იგი “კანადის“ ნაკრებთან ჩანიშნულ ამხანაგურ მატჩსაც გამოაკლდება.
ფრანგი ექიმების მოსაზრებით, საფრანგეთს ნაკრების ლიდერის მდგომარეობის გართულების რისკი ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, მბაპის დაბრუნების დროდ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს მოიაზრებენ. ამასთანავე, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამდენად შეძლებს მბაპე ჯგუფის პირველივე მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.