5 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

იტალიის ნაკრების ფინალური შემადგენლობა - ევრო 2024-ს კიდევ 3 იტალიელი გამოაკლდა

გუნდები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპისთვის მზადებას განაგრძობენ. პარალელურად, ეროვნული ნაკრების თავკაცები საბოლოო შემადგენლობების დაზუსტებით არიან დაკავებული. ლუჩანო სპალეტის მიერ შერჩეული ფეხბურთელების სია კიდევ ერთხელ შემცირდა. სპეციალისტის გუნდს ჯორჯო სკალვინი და ფრანჩესკო აჩერბი ტრავმების გამო გამოეთიშნენ, ხოლო დამატებით 3 ფეხბურთელი თვითონ სპალეტიმ დაითხოვა. ევრო 2024-ზე იტალიელები ივან პროვედელის, სამუელე რიჩის და რიკარდო ორსოლინის გარეშე იასპარეზებენ.

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი).

მცველები: ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ტორინო), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯანლუკა მანჩინი (რომა).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა).

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო).

Facebook კომენტარები