წლევანდელ ევროტურნირს ინგლისის ნაკრები გადახალისებული, თუმცა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით შეხვდება. გუნდის მთავარ მწვრთნელს შემტევ ხაზში ფეხბურთელების დიდი არჩევანი ჰქონდა, რის გამოც საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოუწია. გარეთ საუთგეიტმა ევრო 2024-ის შემადგენლობის საბოლოო სიაში ჯეკ გრილიში არ შეიყვანა.
ინგლისის ნაკრების 26 კაციან სიაში ასევე ვერ მოხვდნენ ჰარი მაგუაიერი, ჯარელ ქუანსა, ჯეიმს ტრაფორდი და ჯარედ ბრანთვეიტი. ინგლისელთა საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი).
მცველები: ლუის დანკი (ბრაიტონი), ჯო გომესი (ლივერპული), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი).
ნახევარმცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), კობი მეინო (მანჩესტერ იუნაიტედი), დეკლან რაისი (არსენალი), ადამ უორტონი (კრისტალ პალასი).
თავდამსხმელები: ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერეჩი ეზე (ცრისტალ პალასი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი), კოულ პალმერი (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), აივან ტოუნი (ბრენდტფორდი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).