3 კვირის და 1 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

"იუთუბარხზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე გახლდათ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"ხვიჩას სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მისი თამაში ყველაზე მეტად "ბარსელონაში" ან "ბაიერნში" წარმომიდგენია. ვიცი, რომ "კვარა" "რეალის" ფანია, თუმცა ამ გუნდში დღეს ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, ეს რომ მოხდეს, ვინისიუსის 300 მილიონად გაყიდვა გახდება საჭირო...

ამიტომ ვისურვებდი, რომ "ბარსელონაში" მენახა, თუ ეს კლუბი ამბიციური გახდებოდა ან მიუნხენის

"ბაიერნში", რადგან "რეკორდმაისტერი" კარგ ფეხბურთს თამაშობს და ტიტულებს მოიგებდა", - განაცხადა ცხადაძემ.

Facebook კომენტარები