ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს და თურქეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თუმცა, ქართველი ფეხბურთელების კონკურენტებისთვის სატურნირო სამზადისი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ამხანაგურ შეხვედრაში 24 წლის ოზან კაბაკმა ტრავმა მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.
თურქეთის ფედერაციამ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ოფიციალური განცხადების მიხედვით საბოლოოდ დადასტურდა, რომ თურქი მცველი საკუთარ ნაკრებს ევროტურნირზე ვეღარ დაეხმარება. მას მარჯვენა მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი და მსგავსი ტრავმის შემდეგ მოედანზე მალე დაბრუნება გამორიცხულია.