5 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

კონტემ კვარაცხელიას ბედი გადაწყვიტა - მწვრთნელის არჩევანი საბოლოოა

„ნაპოლის“ ახალგაზრდა შემტევის შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის „პსჟ“ ყველაზე მეტად აქტიურობს. თუმცა, იტალიურ კლუბში ახალი მწვრთნელის მისვლამ სატრანსფერო საგა შესაძლოა ნაადრევად დაასრულოს.

ანტონიო კონტემ ღიად დაასახელა ის ორი ფეხბურთელი, რომლის გაყიდვაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, აღნიშნული მოთამაშეების სიაში ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი დი ლორენცო მოხვდნენ. 

მთავარი მწვრთნელის მიერ გაცემული ვეტოს შემდეგ, ქართველ შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობის პროცესი კვლავ გრძელდება. თუმცა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ხვიჩას მომავალი ანაზღაურების საკითხი აჭიანურებს. 

Facebook კომენტარები