თურქების პრობლემები გრძელდება - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ტრავმა » isport.ge
5 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

თურქების პრობლემები გრძელდება - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ტრავმა

ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ, თუმცა აღნიშნული პროცესი თურქეთის ეროვნული ნაკრებისთვის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მათ შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი, ოზან კაბაკი გამოაკლდა. 

24 წლის ცენტრალურ მცველს ნაკრებში უკვე 25 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო კლუბურ დონეზე კი მას გალათასარაის, ლივერპულისა და ჰოფენჰაიმის რიგებში აქვს ნათამაშები. უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია თურქი მოთამაშის ტრავმა, თუმცა იგი დიდი ალბათობით მზადების პროცესს გამოაკლდება.

თურქეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება 18 ივნისსაა დაგეგმილი. 

 

 

 

Facebook კომენტარები