თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. მათ შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა, ტრავმის გამო. სანაკრებო შეკრების დროს, თურქების შემტევმა ენეს უნალიმ მარცხენა ფეხის თითი მოიტეხა. აღნიშნული შემთხვევის შედეგად მისი ტურნირში მონაწილეობა ოფიციალურად გამოირიცხა.
თურქეთი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ხვდება. ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ მათ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჩაგლარ სოუნჯიც დააკლდებათ. მცველმა რამდენიმე დღის წინ მიიღო ტრავმა და ევროპის ჩემპიონატისთვის შერჩეულ შემადგენლობას გამოაკლდა.
ვინჩენცო მონტელას გუნდი საქართველოს ნაკრებს 18 ივნისს დაუპირისპირდება.