ქართველი მეკარის „პრემიერ ლიგაში“ გადასვლისთვის გამოყოფილი ზუსტი თანხა ცნობილია. „ნიუკასლი“ გიორგი მამარდაშვილის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული, „ვალენსია“ კი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის დასათმობად მინიმუმ 35-40 მილიონს ითხოვს.
Radio MARCA-ს ცნობით, „ნიუკასლის“ წარმომადგენლები აგენტ მარიან ხადურს გაესაუბრნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ინგლისური გუნდი მზადაა მამარდაშვილის შესაძენად 41 მილიონი გადაიხადოს.
როგორც ჩანს, კლუბების შეთანხმების შანსი საკმაოდ გაიზარდა. ახლა ტრანსფერის ბედი ესპანური მხარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.